პოლიტიკა
2020 წელს 20 000 ამერიკელი ჯარისკაცი ევროპაში, მათ შორის საქართველოში, წვრთნებს ჩაატარებს

 საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. 2020 წელს აშშ ევროპაში სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად 20 000 ჯარისკაცს გაგზავნის. გასული 25 წლის განმავლობაში ეს ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალის ყველაზე მასშტაბური განლაგება იქნება.

"Defender Europe 2020" მომავალი წლის აპრილიდან მაისამდე ჩატარდება.

წვრთნაში ევროპაში მყოფი 9 000 ამერიკელი და 8 000 ევროპელი ჯარისკაციც მიიღებს მონაწილეობას.

წვრთნა 10 ქვეყანაში გაიმართება, მათ შორის საქართველოში, გერმანიაში, პოლონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში. მასში 18 ქვეყნიდან მიიღებენ მონაწილობას.

ევროპაში აშშ-ის არმიის გენერლის კრისტოფერ კავოლის თქმით, წვრთნებით "გავზრდით საერთო თავსებადობას, მზადყოფნასა და შესაძლებლობას, რათა კოლექტიურად შევაჩეროთ პოტენციური საფრთხეები".