პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა არ იგეგმება" - ზალკალიანი

 საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ირწმუნება, რომ გიორგი გახარიასა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა არ იგეგმება.

ზალკანიანის თქმით, სამომავლო შეხვედრაზე სერგეი ლავროვთან აუდიენციაზე საუბარი არ ყოფილა.

მსგავსი შეხვედრა არ იგეგმება. ამაზე ნიუ-იორკში გამართული შეხვედრისას არ ყოფილა საუბარი. ჩვენ მსგავს შეხვედრაზე არ ვმუშაობთ და არც ნიუ-იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩემი შეხვედრის დროს არანაირ მომავალ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი", - უთხრა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა.