საზოგადოება
„უშიშროების კომიტეტის“ განცხადება იმ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელსაც საოკუპაციო ძალები მათი პროვოკაციული ქმედების გასამართლებლად იყენებენ - სუს-ი

 საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. მსგავსი პროვოკაციული განცხადებები წარმოადგენენ იმ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს, რომელსაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიურად იყენებენ საოკუპაციო ძალები, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე და ზოგადად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მათ მიერვე ინსპირირებული პროვოკაციული ქმედების გასამართლებლად, - ასე ეხმაურებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ქართული უსაფრთხოების ძალები საზღვართან ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებენ“.

როგორც სუს-ში განაცხადეს, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა ბერკეტს, რათა ადგილზე უზრუნველყოფილ იქნეს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოება.

პერმანენტულ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი და ინფორმაცია ადგილზე არსებული ვითარების შესახებ რეალურ დროში მიეწოდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, - აღნიშნავენ სუს-ში.