უცხოეთი
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდს აღიარებს

 საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდს აღიარებს. დოკუმენტს 405-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, 11 წინააღმდეგი იყო.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად მნიშვნელოვანია, რომ გენოციდი ოფიციალურად იყოს აღიარებული.“

წარმომადგენელთა პალატა ასევე გამოვიდა მოწოდებით, რომ „აშშ-ის მოქალაქეებს ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია სომეხთა გენოციდის შესახებ“.

აღსანიშნავია, რომ მსგავსს რეზოლუციებს კონგრესმენები წლების განმავლობაში არაერთხელ განიხილავდნენ, მაგრამ დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობის კენჭისყრაზე არასდროს გაუტანიათ.

1tv.ge