უცხოეთი
ვლადიმირ პუტინი: რუსული ენა „რბილი ძალაა“ და მას რატომღაც ზოგიერთ ქვეყანაში ომი გამოუცხადეს

 საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში რუსულ ენას ომი გამოუცხადეს.

ამის შესახებ პუტინმა რუსული ენისადმი მიძღვნილ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ომი გამოცხადებული აქვთ „გამოქვაბულის ხანაში დარჩენილ რუსოფობებს“, მარგინალებს და ნაციონალისტებს, რომლებიც ცდილობენ რუსული ენა მეორე ხარისხოვნად აქციონ.

„ეს სახელმწიფოებრივი ოფიციალური პოლიტიკაც ხდება“,-განაცხადა პუტინმა.

მან აღნიშნა, რომ რუსული ენა – „რბილი ძალაა“.

„ენა- მძლავრი იარაღიაო და ასე შემდეგ. მოდით, არ გამოვიყენოთ ასეთი სიტყვები, ამაში დევს აზრი – არ გამოვიყენოთ. რადგან, თუ ეს იარაღია, მას როგორც იარაღს შეებრძოლებიან. ისედაც ებრძვიან, მაგრამ სხვა მიზეზებით. დიახ, გარკვეულწილად ის ძალაა – მაგრამ რბილი ძალა. ვფიქრობ, ეს სრულებით საკმარისია“,-განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს გავლენები არა იარაღით, არამედ ეკონომიკით განისაზღვრება.

kvira.ge