უცხოეთი
სერგეი ლავროვი - რუსული მედიასაშუალებების მიმართ ბევრ ქვეყანაში მტრული დამოკიდებულება აქვთ და არ ენდობიან

 საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ზოგიერთ ქვეყანაში რუსი ჟურნალისტებისთვის მუშაობის შეზღუდვა პოლიტიკური ცენზურის მცდელობად შეაფასა.

„რუსული მედიასაშუალებების მიმართ ბევრ ქვეყანაში მტრული დამოკიდებულება აქვთ და არ ენდობიან. მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება რუსეთსა და ეუთო-ს ქვეყნებში ციფრული ეპოქის გამოწვევაა“,-განაცხადა ლავროვმა და აღნიშნა, რომ ლონდონში, მედიის თავისუფლების საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე რუსი ჟურნალისტები არ შეუშვეს.

ლავროვის თქმით, მსგავს ნაბიჯებს გლობალური საინფორმაციო სივრცის ფრაგმენტაციამდე მივყავართ და საფრთხეს უქმნის ნდობისა და ურთიერთგაგების პროცესს.

„მსგავსი კულუარული პროექტები, რომელზეც მხოლოდ თავისიანებს ეპატიჟებიან არღვევს მედიის თავისუფლების უნივერსალურ სტანდარტებს. პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს პოლიტიკური ცენზურის დაწესებაა“, -აცხადებს ლავროვი.

interpressnews.ge