აქტუალური
საქართველო მოწადინებულია იმუშაოს მეტი ნატო-სთვის საქართველოში და მეტი საქართველოსთვის ნატო-ში - ირაკლი ღარიბაშვილი

 საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველო მოწადინებულია იმუშაოს მეტი ნატო-სთვის საქართველოში და მეტი საქართველოსთვის ნატო-ში,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის IV პანელზე შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით აღნიშნა, „ჩვენ უნდა ვიყოთ მოთმინებით აღსავსე, მაგრამ მზად“. მისივე თქმით, საქართველო გააგრძელებს თანამშრომლობას სტრატეგიულ პარტნიორებთან.

უსაფრთხოების გამოწვევის თვალსაზრისით ჩვენ გვჭირდება შიდა და საგარეო პოლიტიკის კომბინაცია. ამერიკის მთავრობა პოლიტიკურ, ფინანსურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ახორციელებს, რასაც ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ. ევროპული ინტეგრაცია და ნატო-ს წევრობა ერთად, მოგვცემს სერიოზულ საფუძველს შეუქცევადი განვითარებისა და სტაბილური სოციალური და დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისთვის. ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობას გაამყარებს. საქართველომ დაამტკიცა, რომ ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორი და ასპირანტი ქვეყანაა ათწლეულის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.