პუბლიკაციები
ნატო ტვინის სიკვდილს განიცდის, აშშ-მა ზურგი აქცია ევროპას, რომელიც უფსკრულის პირასაა - საფრანგეთის პრეზიდენტი

 საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. ნატო ტვინის სიკვდილს განიცდის, ევროპას კი საკუთარი სამხედრო ძალების შექმნა სჭირდება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გამოცემა „ეკონომისტთან“ ინტერვიუში განაცხადა. მაკრონის თქმით, აშშ-ი ევროპას სცილდება და ბებერი კონტინენტი ამჟამად უფსკრულის პირასაა.

თუ ევროპა არ გაიღვიძებს, ვეღარ გავაკონტროლებთ ჩვენს ბედს. ევროკავშირი თავის თავს მხოლოდ ბაზრად მიიჩნევს, მაგრამ მას სჭირდება, იმოქმედოს, როგორც პოლიტიკურმა ბლოკმა, პოლიტიკითა და ტექნოლოგიებით, მონაცემთა ბაზითა და კლიმატური ცვლილებებით. ამერიკას პირველად ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არ იზიარებს ჩვენი ევროპული პროექტის იდეას. მაშინაც კი, თუ ბატონ ტრამპს მეორე ვადით არ აირჩევენ, ისტორიული ძალები ძველ მოკავშირეებს სცილდებიან“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.