უცხოეთი
სერგეი ლავროვი აშშ-ს 2020 წლის არჩევნებზე - არ იდარდოთ, ჩვენ ამ პრობლემას მოვაგვარებთ

 საქართველო,13 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პარიზის მსოფლიო ფორუმზე ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებზე კითხვა დაუსვეს. მინისტრს ჰკითხეს, როგორ ემზადება რუსეთი 2020 წლის არჩევნებისთვის.

„არ იდარდოთ, ჩვენ ამ პრობლემას მოვაგვარებთ“,- იხუმრა ლავროვმა.

შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის ნოემბერში გაიმართება. მსოფლიო მედია აქტიურად წერს რუსეთის მხრიდან საპრეზიდენტო კამპანიაში შესაძლო ჩარევის შესახებ.

აღნიშნულ ინფორმაციას რუსული და უცხოური მედია ავრცელებს.

interpressnews.ge