რელიგია
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ოჯახის საქმეებში გარეშე პირების ჩარევას - პატრიარქი კირილი

 საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ყოველგვარ ძალადობას ოჯახში, თუმცა ასევე წინააღმდეგია ოჯახის შიდა საქმეებში გარეშე პირების ჩარევის. ამის შესახებ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესთან დაკავშირებით აღვლენილი ლიტურგიის შემდეგ განაცხადა.

დღეს სახელმწიფო სათათბიროში განიხილება კანონპროექტი, რომელიც ეხება ე.წ. ოჯახურ ძალადობას. რა თქმა უნდა, არ უნდა დაიშვას ძალადობა ოჯახში, მაგრამ არის რაღაც საშიში იმ ტენდენციებში, რომელიც დღეს ყალიბდება, მათ შორის, როცა ზოგი ცდილობს ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით დააკანონოს მასში გარეშე ძალების შეჭრა, ეხება ეს სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს“, - განაცხადა კირილმა და დასძინა, რომ ამ კანონის კატეგორიული წინააღმდეგია.

გასულ პარასკევს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა კანონპროექტი ოჯახში ძალადობის პრევენციის შესახებ, რომელიც რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ უნდა განიხილოს.