სამართალი
მოსკოვი ბერლინს, ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე ორი რუსი დიპლომატის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების გამო, საპასუხო ნაბიჯებით ემუქრება

 საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გერმანიის გადაწყვეტილება ორი რუსი დიპლომატის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების თაობაზე, არამეგობრული და დაუსაბუთებელი ნაბიჯია, რასაც მოსკოვის მხრიდან საპასუხო ქმედებები მოჰყვება.

ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

როგორც დღეს ცნობილი გახდა, გერმანიის საგარეო უწყებამ ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, 23 აგვისტოს მოკლეს.