უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - დონალდ ტრამპთან მიმართებით ჯერ რუსეთთან გარიგებაზე იყო საუბარი, შემდეგ გაირკვა, რომ გარიგება არ ყოფილა, ახლა მოიგონეს ზეწოლა უკრაინაზე

 საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პრესკონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხსაც გამოეხმაურა. ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ ამერიკის სენატი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ამით მისი პრეზიდენტობა დასრულდება. ეს შიდა პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებაა და დემოკრატიული პარტია, რომელმაც არჩევნები წააგო, შედეგის მიღწევას უკვე სხვა გზებით ცდილობს. ჯერ რუსეთთან გარიგებაზე იყო საუბარი, შემდეგ გაირკვა, რომ არანაირი გარიგება არ ყოფილა, ახლა მოიგონეს ზეწოლა უკრაინაზე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

1tv.ge