პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში, ისევე, როგორც ესტონეთში, „Sputnik Грузия“-ს დახურვას ითხოვენ

 საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. Sputnik Эстония”-ს თანამშრომლებმა მიიღეს პირდაპირი მუქარის შემცველი წერილები, მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ, თუ ისინი 2020 წლის 1 იანვრამდე არ შეწყვეტენ შრომით ურთიერთობებს სათავო ორგანიზაციასთან - საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსთან - “Россия сегодня”. ამ ქმედებების დასაბუთებას სახელდება ევროკავშირის მიერ, 2014 წლის 17 მარტს, რიგი ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ დაწესებული სანქციები უკრაინაში მომხდარი მოვლენების ჭრილში.

ქართველმა პოლიტოლოგმა და პუბლიცისტმა, საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა დაუშვებელი უწოდა ნებისმიერ ქვეყანაში ჟურნალისტების მუშაობის ხელის შეშლას, ესტონეთის ხელისუფლების მხრიდან “Sputnik Эстония-ს თანამშრომლების მიმართ, მუქარებს იგი ჟურნალისტების უფლებების დარღვევად აფასებს. გარდა ამისა, მომხდარში ის დასავლეთის სპეცსამსახურების ხელს ხედავს.

ის, რახდება რუს ჟურნალისტებთან დაკავშირებით - ჯერ აშშ-ში, შემდეგ უკრაინაში და ახლა ესტონეთში - რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის. ეს ტენდენციაა. ეს არის კამპანია, რომელსაც აშკარად მართავს დასავლეთის, დასავლური სპეცსამსახურების მტკიცე ხელი. ერთი მხრივ, ისინი საუბრობენ ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეუხებლობასა და მედიის თავისუფლებაზე, როგორც დემოკრატიის მთავარ მაჩვენებელზე, და, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, როდესაც ისინი კრძალავენ რუსული მედიის მუშაობას, აკავებენ ჟურნალისტებს, ციხეში ყრიან მთავარ რედაქტორებს, როგორც ჯაშუშებს, უკეთეს შემთხვევაში მათ არ უშვებენ ქვეყანაში, არ ასწრებენ ბრიფინგებსა და პრესკონფერენციებს”,- განაცხადა ხიდირბეგიშვილმა Sputnik Georgia– სთან ინტერვიუში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მე -15 დიდპრესკონფერენციის მიმდინარეობისას Sputnik Эстония-ზე ზეწოლას გასაკვირი ცინიზმი უწოდა. მისი თქმით, აუცილებელია იმ ქვეყნებში მუშაობის შესაძლებლობის მიღწევა, სადაც ეს გართულებულია: შესაძლებელია, რომ იქ „ეშინიათ ინფორმაციისდა გავლენის, რომელიც გავლენა მოახდენს ხალხის გონებაზე”.

პუტინმა სწორად შენიშნა - ისინი აშკარად აგებენ ინფორმაციულ ომში, მიუხედავად დასავლეთის უზარმაზარი ინვესტიციებისა საკუთარ მედიაში, რომლებიც გაცილებით უხვად ფინანსდება, ვიდრე „Sputnikდა სხვა რუსული მედია. ეს იმიტომ, რომ გებელსის პროპაგანდის ძველი უხეში მეთოდებდღეს აღარ მუშაობს. თანდათანობით, მკითხველებმა და ტელე-აუდიტორიამ თავად დაიწყეს სიმართლისა და სიცრუის გარჩევა! ”, - აღნიშნა ხიდირბეგიშვილმა, რომლის თქმითაც, საქართველო ბევრად უსწრებს ესტონეთს მედიის თავისუფლების საკითხთან დაკავშირებით.

საქართველოში, რომელსანატოსა და ევროკავშირში არ იღებენ, მაუწყებლობს ტელეარხები, გამოდის გაზეთები და აქტიურად მუშაობს ინტერნეტ-მედია, რომლებიც პირდაპირ ითხოვენ კანონიერი ხელისუფლების შეცვლას ნებისმიერი მეთოდებით, რაც მიმართულია ქვეყნის ინტერესებსაწინააღმდეგოდ და ისჯება კანონით. ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება არ კრძალავს მათ და, ამრიგად, აჩვენებს დემოკრატიის უმაღლეს ხარისხს, შესაძლოა, ზედმეტსაკი. ესტონეთი კი, რომელიც ამაყობს ევროკავშირისა და ნატო-წევრობით, დღეს ტოტალიტარიზმისა და ფაშიზმის საუკეთესო ტრადიციებს მიჰყვება!“ - აღნიშნა ხიდირბეგიშვილმა, რომელმაც ასევე არ გამორიცხა, რომ მსგავსი აკრძალვები გავრცელდება სხვა ქვეყნებშიც, სადაც რუსული მედია ფუნქციონირებს.

ეს შეიძლება ნიშნავდეს რაღაც უფრო მასშტაბურისა და საშიშიპრელუდიას, რომელიც მიმართულია რუსეთის ფედერაციის და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ - სანქციებისა ან თუნდაც სამხედრო მოქმედებებისა. დანამდვილებით ვიცი, რომ "საქართველოს მეგობრების ჯგუფი" აშშ-კონგრესში მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აკრძალოს „Sputnik Georgia“-სა და რამდენიმე ქართული მედიასაშუალების საქმიანობა, რომლებსაც ისინი პრორუსულად - ანტიდასავლურად მიიჩნევენ, მაგრამ ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლება გმირულ წინააღმდეგობას უწევს ... ", - აცხადებს საქინფორმის მთავარი რედაქტორი.