საზოგადოება
მომხდარი შეიძლება საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების წინაპირობა გახდეს - დეპუტატი კალაშნიკოვი ექიმის გათავისუფლების შესახებ

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. რუსი დეპუტატი მიიჩნევს, რომ მსგავსი ნაბიჯები საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს

სახელმწიფო დუმის დსთ–ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა ცხინვალის საპატიმროდან ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

შაბათს ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტოს ხელისუფლებამ გაფრინდაშვილი გაათავისუფლა. ქართველი ექიმი უკვე თბილისში, საკუთარ სახლში დაბრუნდა.

ამ სიტუაციაში ჩვენ მოგვმართა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ და ჩვენ გულდასმით ვიმუშავეთ ჩვენს კოლეგებთან სამხრეთ ოსეთიდან. დანარჩენი ყველაფერი - ოსეთისა და მისი ხელმძღვანელობის კეთილი ნების საქმეა“, - განაცხადა მან ექსკლუზიურ ინტერვიუში „Sputnik-საქართველოსთან“.

კალაშნიკოვი იმედოვნებს, რომ გაფრინდაშვილის გათავისუფლება ოფიციალურ თბილისსა და ცხინვალის რეგიონს შორის არსებული სიტუაციის განმუხტვის დასაწყისი გახდება.

მაგალითად, ჩვენ მოგვმართავენ ის ქართველები, რომლებსაც არ შეუძლიათ იმ ნათესავების საფლავების მონახულება, რომლებიც დაკრძალულები არიან იქ, სადაც ადრე ერთი მთლიანი ქვეყანა იყო. ამისათვის საქართველოც უფრო მომთმენი უნდა იყოს და, მაგალითად, შეაჩეროს ან გააუქმოს თავისი კანონი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტეროტორიების შესახებ, რომლებშიც ყოფნის შემდეგ ადამიანმა შეიძლება რამდენიმე წლით დააპატიმრონ, თუ ის საქართველოში ჩავა. გახსოვთ ალბათ განსვენებულ ლუჟკოვთან დაკავშირებული ისტორია“, - აღნიშნა მან.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მომხდარი შეიძლება საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების წინაპირობა გახდეს.

ვფიქრობ, ამ ნაბიჯის შემდეგ არ ვართ შორს საავიაციო მიმოსვლის აღდგენამდეც, რაზეც ასევე ვმუშაობთ „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად, რომელმაც ამასთან დაკავშირებით თხოვნით მოგვმართა. და ჩვენ ვმუშაობთ ავიატორებთან და უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ხელმძღვანელობასთან“, - განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

ცნობილი ქართველი ექიმი-ტრავმატოლოგი ცხინვალის რეგიონში იმისთვის გაემგზავრა, რათა სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა ახალგორში დაშავებული მასწავლებლისთვის. ქალი ჭაში ჩავარდნის შედეგად დაშავდა, ადგილზე კი მისთვის სათანადო დახმარების აღმოჩენის საშუალება არ არსებობდა.

გაფრინდაშვილი „საზღვრის დარღვევისთვის“ დააკავეს, 20 დეკემბერს მას ერთი წელი და ცხრა თვე მიუსაჯეს. მთელი ამ დროის განმავლობაში თბილისსა და სხვა ქალაქებში არ წყდებოდა საპროტესტო აქციები. 28 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ექიმი შეიწყალეს.