უცხოეთი
ირანის პრეზიდენტი - დღეს ამერიკელი ჯარისკაცია საფრთხის ქვეშ, ხვალ შესაძლოა, ევროპელი ჯარისკაცი იყოს

 საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, უცხო ქვეყნებმა ახლო აღმოსავლეთიდან ჯარები უნდა გაიყვანონ, რადგან მათ შესაძლოა „საფრთხე შეექმნათ“.

„დღეს ამერიკელი ჯარისკაცია საფრთხის ქვეშ, ხვალ შესაძლოა, ევროპელი ჯარისკაცი იყოს“,-განაცხადა როუჰანიმ სატელევიზიო მიმართვის დროს.

მედიის ცნობით, ირანის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გერმანიამ, საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ ირანის ბირთვული შეთანხმების დავების მექანიზმი აამოქმედეს. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმება ირანმა სრულიად მიმდინარე წლის 5 იანვარს დატოვა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბირთვულ შეთანხმებაში ჩართულ მხარეებს ახალი ხელშეკრულების დადება 8 იანვარს შესთავაზა.

interpressnews.ge