უცხოეთი
რუსეთის პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს ახალ პრეზიდენტს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა

 საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს ახალმა პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრის დროს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს. მათ ასევე ისაუბრეს ლიბიის კრიზისზე, რასთან დაკავშირებითაც 19 იანვარს ბერლინში კონფერენციაა დაგეგმილი.

როგორც ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნული, ლიბიის კრიზისი სერიოზულ რეგიონულ რისკებს ქმნის. შესაბამისად, რუსეთისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა საუბრის დროს ხაზი გაუსვეს საომარი მოქმედებების შეწყვეტის აუცილებლობას. კრემლის ლიდერთან საუბრის დროს შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ბერლინის პროცესს და გაერო-ს ინიციატივებს. ლიდერებმა იმედი გამოთქვეს, რომ ლიბიაში დაპირისპირებული მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი დაიწყება.

სატელეფონო საუბრის დროს ევროპული საბჭოს ლიდერმა ხაზი გაუსვა, ირანსა და ერაყში ვითარების დეესკლაციის მიზნით, საერთაშორისო პარტნიორებთან ვითარების განხილვის აუცილებლობას.

აღსანიშნავია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე დანიშვნის შემდეგ ეს შარლ მიშელსა და ვლადიმერ პუტინს შორის პირველი პირისპირ კონტაქტი იყო.

1tv.ge