პოლიტიკა
საქინფორმი: NDI-მ ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს შესვლის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა ერთმანეთში აურია

 საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი ოთხი პროცენტით არის გაზრდილი და 82 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.

კითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 82 პროცენტი აცხადებს, რომ მისაღებია, ხოლო 10 პროცენტისთვის მიუღებელია, რვა პროცენტმა კი არ იცის.

წინა კვლევის მონაცემებით, რომელიც 2019 წლის ივლისის პერიოდს მოიცავდა, ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა მაჩვენებელი 78 პროცენტი იყო, მოწინააღმდეგეთა კი 14 პროცენტი.

რაც შეეხება ნატო-ს, კითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, გამოკითხულთა 74 პროცენტი აცხადებს, რომ მისაღებია. მიუღებელია 14 პროცენტისთვის, ხოლო 11-მა პროცენტმა არ იცის.

ავტორების ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს „CRRC-საქართველო“. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.

P.S. ზემომოყვანილი ინფორმაცია ნათელ მაგალითს წარმოადგენს იმისა, თუ რატომ არ იწვევს ნდობას ამ ამერიკული ინსტიტუტის ე. წ. კვლევები საქართველოში. დიდი ალბათობით, NDI-მ უბრალოდ გადაადგილა ციფრები - ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების მოწინააღმდეგეთა რაოდენობა მიაწერა მის ევროატლანტიკური კურსის მომხრეებს. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მუდამ სკეპტიკურად ეპყრობოდა საქართველოში შესვლას ამ ორგანიზაციებში, რომლებმაც, პრაქტიკულად, უარი უთხრეს მას წევრობაზე. ხოლო საერთაშორისო არენაზე მიმდინარე ბოლო მოვლენების ჭრილში დეკლარირებული დასავლური ღირებულებებიც კი მოქალაქეებში, უკეთეს შემთხვევაში - სარკაზმს, უფრო ხშირად კი აგრესიულ დამოკიდებულებას იწვევს.