აქტუალური
ამერიკის სანქციები საქართველოსთვის საშიში არ არის, მთავარია, ივანიშვილსა და გახარიას არ შეეშინდეთ! - არნო ხიდირბეგიშვილი

 საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი ექვსი ამერიკელი კონგრესმენის მუქარის წერილთ, რომლებიც საქართველოს საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევად და მისი ამჟამინდელი ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ მოწოდება შეიძლება შეფასდეს, საქმე არ შემოფარგლულა. "საქართველოს მეგობრების ჯგუფი" იქცა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონის ავტორად, რომელსააშშ-კონგრესი განიხილავს. საშიშია თუ არა საქართველოსთვის ამერიკული სანქციები? - მკითხველთა მიერ დასმულ ამ კითხვას საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი პასუხობს:

”არა, საშიში არ არის, რადგან საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები - რუსეთი და აზერბაიჯანი - არ ემორჩილებიან ვაშინგტონის ბრძანებებს. მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც ამერიკელებს შეუძლიათ, ესაა დისკომფორტის შექმნა რამდენიმე ქართველი ლიდერისთვის, რომლებსაც აშშ – ში ჩასვლას აუკრძალავენ ან/და დააპატიმრებენ მათ ანგარიშებს აშშ – ში, თუკი ეს ანგარიშები, რა თქმა უნდა, არსებობს. ახლა მთავარია, რომ ბიძინა ივანიშვილი და გიორგი გახარია არ შეშინდნენ და ბოდიში არ მოიხადონ, მაშინ ისინი მართლაც პოლიტიკური გვამები იქნებიან!

რატომ გადაწყვიტა ამერიკამ საქართველოს დასჯა? ნუთუ იმის გამო, რომ ხელისუფლებამ აღკვეთა სახელმწიფო გადატრიალებისა და პარლამენტის შენობის ხელში ჩაგდების უხეში მცდელობა?! იმისათვის, რომ აღკვეთა ანაკლიის პორტის "მშენებლობასთან"დაკავშირებული საუკუნის აფერა?! კონგრესმენებმა ეს ყველაფერი ისე წარმოაჩინეს, როგორც საქართველოს მთავრობის მხრიდან დემოკრატიის გათელვა, პოლიტიკური ოპონენტებისა და ამერიკელი ინვესტორების დევნა!

სულ მალე საქართველოში ჩამოვა აშშ–ის ახალი ელჩი, სამხედრო წვრთნაგამოვლილი კელი დეგნანი, რომელიც აეროპორტიდანვე დაიწყებს „თავაშვებულ ქართველთა“ დატუქსვას. ამიტომ, საქართველოს ხელმძღვანელობამ დღესვე უნდა უზრუნველყოს ალტერნატიული მხარდაჭერა. ეს, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხია, რომელიც სიხარულით დაუჭერს მხარს მმართველ პარტიას, თუ ის რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისკენ და აფხაზებთან და ოსებთან შერიგებისკენ შემობრუნდება - ნატო-სკენ უპერსპექტივო მისწრაფებისა და ამერიკულ ომებში მონაწილეობის ნაცვლად.

და დასასრულ, მთავარი კითხვა: მაინც რით განარისხა ასე უეცრად საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკელები და მათთვის უსიამოვნო გახდა? სინამდვილეში ხომ არაფერი შეცვლილა - თბილისი უწინდებურად ლოცულობს ნატოსა და აშშ-ზე და ყოველდღიურად ნათლავს რუსეთს მტრად და ოკუპანტად! ყველაფერი მარტივია - ამერიკელები ასრულებენ სააკაშვილის ფასიან დაკვეთას, რადგან თუ ეს უკანასკნელი ოქტომბრამდე დარჩენილ თვეებში "ქართულ ოცნებას" შერისხულად არ აქცევს, მაშინ საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის პარტია საბოლოოდ გაანადგურებს სააკაშვილის "ნაციონალურ მოძრაობას“!“.