პოლიტიკა
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა საქართველოს მთავრობას კორუმპირებული უწოდა და მისი დამხობისკენ მოუწოდა, რადგან „ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს“

 საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს!,-ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა პიტ ოლსონმა მიკრობლოგ “ტვიტერის” პირად გვერდზე დაწერა. მან საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის წევრების, ადამ კინსინგერისა და გერი კონოლის 16 დეკემბრის წერილი გააზიარა, რომლის შინაარსსაც კონგრესმენი სრულად იზიარებს.

საქართველოს კორუმპირებული მთავრობა ჩაერთო დემოკრატიულ ფასეულობებზე თავდასხმაში, მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ სისასტიკესა და აშშ-ს ინვესტიციის მიმართ ანტაგონიზმში, რომელიც ორივე ქვეყანას დაეხმარებოდა. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!”,- დაწერა “ტვიტერზე” წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა პიტ ოლსონმა.