სამართალი
პრემიერი გახარია: ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი ქვეყნის ევროატლანტიკური ორიენტაციაა

 საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი გახლავთ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უსაფრთხოება, მოგეხსენებათ არის ქვეყნის, როგორც ძირითადი მიზანი, ასევე ჩვენი ძირითად გამოწვევაც. შეუძლებელია გამოწვევების გარეშე ვისაუბროთ დღეს უსაფრთხოების კომპონენტზე, როდესაც ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, ჩვენ ვგულისხმობთ არა მხოლოდ ქართული მიწის 20 პროცენტის ოკუპაციას, ჩვენ ვგულისხმობთ ჩვენი ქვეყნის განვითარების შეზღუდვას 20 პროცენტით ყველა მიმართულებით, ეკონომიკიდან დაწყებული, კულტურით დამთავრებული და რაც მთავარია, ადამიანური რესურსების განვითარების თვალსაზრისით“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.