სამართალი
რატომ ტირის გვარამია - თბილისში ცემეს ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორი, რომელმაც პუტინი შეურაცხჰყო

 საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ვიღაცამ გვერდიდან დამარტყა. ვინ იყო, არ დამინახავს და გარეთ, ალბათ, დაინახეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია "მთავარის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლოში მომხდარი ინციდენტის შემდეგ განუცხადა.

როგორც გვარამია განმარტავს, მას უცნობმა პირმა სახის არეში დაარტყა ხელი. გვარამიას თქმით, აღნიშნულს წინ სიტყვიერი დაპირისპირება არ უძღვოდა.

"მოვდიოდი ჩემს გზაზე და უცებ, რომ ვერ დაინახავდი, ისე, გვერდიდან დამარტყა", - განაცხადა გვარამიამ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 3 პირი გამოკითხვაზე იმყოფება.