საზოგადოება
ცხინვალში ჯანდაცვის მინისტრის რუსი მრჩევლის იგორ გალისა და მისი მეუღლის ცხედრები იპოვეს

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. ცხინვალში ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის რუსი მრჩევლისა და მისი მეუღლის ცხედრები იპოვეს. როგორც რუსული მედია იუწყება, იგორ გალისა და მისი მეუღლის ცხედრები იმ სახლში აღმოაჩინეს, რომელსაც წყვილი ქირაობდა.

რუსული მედიის ცნობით, მათი დაღუპვის მიზეზი ჯერ უცნობია და ცოლ-ქმარს სხეულზე ძალადობრივი სიკვდილის კვალი არ აღენიშნება. ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.

იგორ გალი ცხინვალში 2016 წლიდან იმყოფებოდა და ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა.