აქტუალური
პირადი შტაბით სააკაშვილი ცდილობს, “ნაცმოძრაობას” დაუმტკიცოს, რომ რეიტინგი მას აქვს და არა პარტიას - ვახტანგ ძაბირაძე

 საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, პირადი შტაბის მეშვეობით დაუმტკიცოს მთელ “ნაციონალურ მოძრაობას”, რომ რეიტინგი მას აქვს და არა პარტიას, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ინტერპრესნიუსთან“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც 1-ელი მარტიდან "საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე პირად შტაბს ხსნის.

ძაბირაძის თქმით, სააკაშვილი ანალიზს არ ექვემდებარება, მითუმეტეს, მისი განცხადებები.

ეს ანალიზს არ ექვემდებარება, სააკაშვილიც არ ექვემდებარება ანალიზს და მითუმეტეს, მისი განცხადებები. პირადი შტაბი რას ნიშნავს? ანუ სააკაშვილი ცდილობს, რომ ცალკე აწარმოოს საარჩევნო კამპანია? ემიჯნებანაციონალურ მოძრაობასთუ რა ხდება? გაურკვეველია. სააკაშვილს ბევრი განცხადება აქვს გაკეთებული - ხან ზღვით ჩამოდიოდა, ხან - ჰაერით და ხან - გვირაბით, ძალიან რთული თემაა... ახალი სახეები, რომელზეც სააკაშვილი ლაპარაკობს, საიდან მოჰყავს ან ვინ არიან?

არ ვიცი, “ნაციონალურ მოძრაობაშიშიდა დინებები რა არის, მაგრამ საქართველოში, მათ შორის ოპოზიციაში, აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილი არის დესტრუქციული ფიგურა დღესნაციონალური მოძრაობისთვის”. ერთი მხრივ, მისი გავლენაა, რომნაციონალურ მოძრაობასამხელა მხარდაჭერა აქვს, მაგრამ მეორე მხრივ, პრობლემა ჩნდება ის, რომ ეს მხარდაჭერა მზარდი არ არის და ვერ გააერთიანებს ოპოზიციურ ელექტორატს, პარტიებს კი არა, ელექტორატს. შესაძლოა, სააკაშვილი ცდილობს, პირადი შტაბის მეშვეობით დაუმტკიცოს მთელნაციონალურ მოძრაობას”, რომ რეიტინგი მას აქვს და არანაციონალურ მოძრაობას”. ეს შეიძლება ივარადო, რომ მხოლოდ ამისთვის აკეთებს და შესაძლოა, სააკაშვილმა ცალკე გააკეთოს ჯგუფი და ცალკე იყაროს კენჭი, ეს არ არის გამორიცხული“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი ახალ გუნდს შექმნის და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ის საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა იქნება, ვინაიდან, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ სააკაშვილს 3%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა არ ექნება.

თუ სააკაშვილი შექმნის გუნდს და არჩევნებისთვის მოახერხებს პარტიის გაკეთებას და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ამ ახალი სახეებით, ის საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა იქნება და მას ყოველ შემთხვევაში 3%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა ნამდვილად არ ექნება. ფორმალურად სააკაშვილი ჩამოშორდებანაციონალურ მოძრაობას”, შექმნის თავის ახალ შტაბს, ექნება პოლიტიკური ორგანიზაცია და იმუშავებს პირადი რეიტინგით. საპრეზიდენტო არჩევნები რომ იყოს, კიდე ჰო. პირადი შტაბი რაში უნდა სჭირდებოდეს? არაფერში, მაგრამ იქ ექნება გუნდი, რომელიც იტყვის, რომ ჩვენი ლიდერი არის სააკაშვილი და სააკაშვილი იტყვის, რომ ეს არის ჩემი გუნდი, - აღნიშნა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი მარტიდან "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე პირად შტაბს ხსნის.