პოლიტიკა
ახალი ამერიკული ფილმი უკრაინის ხელისუფლების დამხობაში სოროსის, ბაიდენის, სააკაშვილისა და მისი გუნდის მონაწილეობის შესახებ

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკის ტელეარხმა One America News უჩვენა დოკუმენტური ფილმი „იმპიჩმენტი. ბაიდენის ფული. მასობრივი მკვლელობები“, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა მაიკლ კაპუტომ გადაიღო.

ხელისუფლებიდან ჩამოშორების საფრთხემ რესპუბლიკელები ამერიკის პრეზიდენტის გარშემო დარაზმა. ფილმი ეთერშ გავიდა 25 და 26 იანვარს. აღსანიშნავია, რომ 50-წუთიანი ნამუშევრის დიდი ნაწილი ეხება უკრაინის თემას და, კერძოდ, აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ბარაქ ობამასა და მისი ადმინისტრაციის როლს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომის საქმეში. ასევე ავტორები ჰყვებიან მაიდანზე სროლებისა და აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კავშირებზე კომპანია „Burisma“-ს საქმიანობასთან.

კიდევ ფილმში ფიგურირებს 45 „ქართველი სნაიპერი“, რომელთა მაიდნისთვის გადაბირებითაც დაკავებული იყო საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე მამუკა მამულაშვილი.

მაიკლ კაპუტომ გამოთქვა აზრი, რომ იმპიჩმენტის პროცესი და უკრაინის მოვლენები მსგავსია. მან მიუთითა, რომ ორივე პროცესში ფინანსისტი ჯორჯ სოროსის, ჯო ბაიდენისა და აშშ-ის დემოკრატიული პარტიის რამდენიმე წევრის ხელი ურევია, რომლებმაც პირადი ინტერესების გამო უკრაინაში კრიზისის პროვოცირება მოახდინეს.