საზოგადოება
სტაბილიზაცია, რუსოფიბიური კამპანიის შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხეების გაქრობა - რუდენკომ თბილისთან ავიამიმოსვლის აღდგენის პირობები ჩამოთვალა

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ამჟამად მოსკოვსა და თბილისს შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-სთან ინტერვიუში.

რაც შეეხება ჩვენს ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს, დღეისთვის ეს თემა ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას. მისი განხილვისთვის მზად ვიქნებით, როდესაც გადალახული იქნება ორმხრივ ურთიერთობებში შარშანდელი კრიზისის ნეგატიური შედეგები", – განაცხადა რუდენკომ.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე მაშინ იქნება საუბარი შესაძლებელი, როდესაც თბილისში შეწყდება რუსოფობიული კამპანია და გაქრება რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის სხვადასხვა სახის საშიშროება.

რუდენკომ აღნიშნა, რომ 2019 წლის ივლისში რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტა დროებითი იძულებითი ზომაა, რაზეც მოსკოვი თბილისში 2019 წლის ივნისში მართლმადიდებლობის საერთაშორისო კონფერენციის დროს მოწყობილი უხეში ანტირუსული პროვოკაციის საპასუხოდ წავიდა.

ლაპარაკი მისი გაუქმების შესახებ შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც ამისთვის აუცილებელი პირობები შეიქმნება. პირველ რიგში, საუბარია საქართველოში სიტუაციის სტაბილიზებაზე, რუსოფობიული კამპანიის შეწყვეტაზე და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის რამე სახის საშიშროების გაქრობაზე", – განაცხადა რუდენკომ.

უფრო ადრე საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენას, ხოლო ტურისტების უსაფრთხოების თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ არსებობს.

ქართულ-რუსული ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც თბილისში რუსეთის სათათბიროს დეპუტატი გავრილოვი ჩამოვიდა, რომელიც მონაწილეობდა მართლმადიდებლობის საერთაშორისო კონფერნეციაში. ამას დედაქალაქში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამ ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც აიკრძალა საჰაერო გადაზიდვები ქვეყნებს შორის.