საზოგადოება
საქართველოს ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავს ვალდებულად თვლის, პოლიტიკაში დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასამხობად

 საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ექს-პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საუბრობს იმის შესახებ, დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში.

2020 წლის არჩევნებში რა ფორმით ჩავერთვები, ეს ჯერ ძალიან ახალია, ჯერ გავისაუბრებთ. ყოველ შემთხვევაში, მე იმ ოპოზიციური პროცესის გამაძლიერებელი ვიქნები, რომლის მიზანიც არის, საქართველოში არ დამყარდეს ავტოკრატია და ვალდებულად ვთვლი თავს, მათ მხარში დავუდგე. ასევე ყველას მინდა, მოვუწოდო, გიორგი კვირიკაშვილი იქნება თუ ალასანია იქნება, ყველას, ვინც ერთად ვიდექით 2012 წლამდე და ერთად შევქმენით პირველი ოქტომბერი“, -ამბობს მარგველაშვილი.

მისი თქმით, ქვეყნის წინაშე ყველა ვალდებულია, რომ საქართველო შედგეს, როგორც პროდასავლური დემოკრატია.