აქტუალური
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილი დიალოგის ფასილიტატორ ელჩებთან ერთად განიხილავს პრეზიდენტის ჩართულობას ამ დიალოგის განახლებაში

 საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გაგრძელების თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს ეხმაურება. ამის შესახებ საუბარია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"სალომე ზურაბიშვილი დაუკავშირდება დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისათვის", - აღნიშნულია განცხადებაში.