საზოგადოება
‘საქართველო იყენებს ნატოში შესვლის ყველა ფორმატს და აღარ ვიცი, კიდევ როგორ დავაკაკუნოთ?! - მინისტრი ზალკალიანი

 საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს.

მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ, როდესაც ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ერთხმად აცხადებს, რომ საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა. სამოქმედო გეგმის მოდალობები, რომელიც გაწერილია ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაში, სრულდება წარმატებით და მაღალი ეფექტურობით. 2019 წელი იყო უპრეცედენტო საქართველო- ნატოს ურთიერთობებში. 2019 ში საქართველოში იმყოფებოდა ნატოს სამხედრო კომიტეტი და ნატო-საქართველოს კომისია. ჩვენ ვუმასპინძლეთ ნატოს გენერალურ მდივანს და საზღვაო სარდალს. წელსაც დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალში მივიღებ მონაწილეობას. ყველა ფორმატი მაქსიმალურად გვაქვს გამოყენებული. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა მხოლოდ მათგან ხომ არ მოდის. ეს არის ჩვენი მუშაობის შედეგი“, - განაცხადა ზალკალიანმა.