სამართალი
შავი ზღვის უსაფრთხოებაზე განხილვის დროს ანაკლიის პორტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი - დავით ზალკალიანი

 საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ისაუბრა. ამის შესახებ მინისტრმა მიუნხენში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც 56-ე კონფერენცია მიმდინარეობს.

ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს გენერალ ბენ ჰოჯესს ჩემთვის არაფერი უთქვამს ანაკლიის პორტზე.

შავი ზღვის უსაფრთხოებაზე განხილვის დროს, კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი გეოპოლიტიკურ კონტექსტში, გეოსტრატეგიულად ანაკლიის პორტის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ ეს ჩვენთვის არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი - ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილი, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტში გაწერილი და ეს პროექტი აუცილებლად შესრულდება.

იყო საუბარი არამარტო ანაკლიის პორტზე, არამედ იმ დიდ ფინანსურ ინვესტიციაზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ოპეკმა განახორციელა ფოთის პორტთან დაკავშირებით. მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის პოლიტიკური ნება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.