საზოგადოება
საქართველოს პარლამენტში მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა - საქინფორმი

 საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიამ, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა და სარევიზიო კომისიის თავმჯომარე რიმა ბერაძემ საქართველოს პარლამენტში მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო, რომელზეც წარმოდგენილი იყოს ენის დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიში.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საკრებულოს ეროვნული უმცირესობების საბჭოს თავმჯდომარე მარგალიტა ხიდირბეგიშვილი და საქართველოში რუსი თანამემამულეების სამართლებრივი დაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე დიმიტრი ბრეგვაძე.

ანგარიში მოიცავდა ინფორმაციას როგორც ენის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული სახელმწიფო ენის სტრატეგიის თაობაზე, ასევე აფხაზური ენისა და უცხოელებისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამების შესახებ.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში იცავს სახელმწიფო ენის კონსტიტუციურ სტატუსს, ზრუნავს მის პოპულარიზაციაზე, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენასა და დამკვიდრებაზე. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ფუნქციებია: სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარებისთვის ერთიანი პროგრამისა და პოლიტიკის შემუშავება.