საზოგადოება
ახლა მაინც ჩაკეტეთ საზღვარი, ჩაკეტეთ, სანამ გვიანი არ არის! - „ქართული მარში“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

 საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. „უკვე თითქმის ერთი თვეა კატეგორიულად ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ ჩაეკეტა საზღვარი ირანიდან შემოსული მოქალაქეებისთვის. ჩვენი თხოვნა არავინ შეისმინა, ხოლო სოროსელებმა ქსენოფობებად მოგვნათლეს. ახლაც ამ წუთში ნებისმიერ ირანელს თუ ჩინელს უპრობლემოდ შეუძლია საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა. ნუთუ ვერ ხვდებით??? ეპიდემიის საფრთხე რეალურია. ჩვენმა დანგრეულმა ჯანდაცვამ კი არა, არამედ, ევროპის წამყვანი ქვეყნის იტალიის ჯანდაცვამ ვერ გაუძლო კორონავირუსს-ერთადერთი გამოსავალი საზღვრის ჩაკეტვაა, განსაკუთრებით ირანის, ჩინეთის მოქალაქეებისთვის!!! ახლა მაინც ჩაკეტეთ საზღვარი, ჩაკეტეთ, სანამ გვიანი არ არის!“, - წერია „ქართული მარშის“ საგანგებო მიმართვაში.