უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთის მიერ მიგრანტებისთვის საზღვრის გახსნის შემდეგ ევროკავშირის ტერიტორიაზე 18 ათასი ადამიანი გადავიდა

 საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. თურქეთის მიერ მიგრანტებისთვის საზღვრის გახსნის შემდეგ ევროკავშირის ტერიტორიაზე 18 ათასი ადამიანი გადავიდა. ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სირიელი ლტოლვილების საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირმა თურქეთს დახმარება აღუთქვა, თუმცა პირობა არ შეუსრულებია.

„ჩვენ დიდი ხანია, ვამბობთ, რომ ვალდებულები არ ვართ ლტოლვილების ასეთი რაოდენობა მივიღოთ. თქვენ დაგვპირდით, რომ დაგვეხმარებოდით, თუმცა არაფერს აკეთებთ, გუშინ კი საზღვრები გავხსენით“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოსვლის დროს.

როგორც თურქეთს პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საზღვარი უკვე 18 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა.

1tv.ge