აქტუალური
სააკაშვილი - პრინციპულია უგულავას და სხვა პოლიტპატიმრების გაშვება, ამის გარეშე რაიმე შეთანხმებაზე ლაპარაკი გამორიცხულად მიმაჩნია

 საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, ნებისმიერ მოლაპარაკებებში მისთვის პრინციპული საკითხი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ამის გარეშე შეთანხმებაზე ლაპარაკი გამორიცხულია.

ნებისმიერ მოლაპარაკებებში, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ჩემთვის პრინციპული საკითხია არამხოლოდ იმ პატიმრების გაშვება, რომელთა მიმართ ჯერ არ დამდგარა "განაჩენი", არამედ გიგი უგულავას და სხვა პოლიტპატიმრების. ამის გარეშე რაიმე შეთანხმებაზე ლაპარაკი საერთოდ გამორიცხულად მიმაჩნია”, - წერს სააკაშვილი.