უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - ჩვენი ყოფილი მოკავშირეების მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ 9 მაისს მოსკოვში ჩამოვლენ

 საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მიზანშეწონილი იქნება თუ ანტიჰიტლერის კოალიციის ქვეყნების ლიდერები მოსკოვში, 9 მაისს, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრებიან. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა „ტასთან“ ინტერვიუში „20 შეკითხვა ვლადიმერ პუტინს“ განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ყოფილი მოკავშირეების ჩამოსვლა, რომლებიც იყვნენ ანტიჰიტლერის კოალიციაში, ეს იქნება როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალურად სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ მათ ველოდებით და გაგვიხარდება თუ ჩამოვლენ, თუ არა, ეს მათი არჩევანია, მაგრამ მგონია, რომ ეს შეცდომა იქნება“,-აღნიშნა პუტინმა.

ცნობისთვის, 2019 წლის ივლისში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავის აღნიშვნის შესახებ.

interpressnews.ge