პოლიტიკა
COVID-19 რუსეთზე საშიში აღმოჩნდა?! ვინ გაბედა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საიტის ლიკვიდაცია?! - საქინფორმი

   თითქმის ერთი თვეა - მას შემდეგ, რაც 26 თებერვალს საქართველოში პირველი კორონავირუსით დაინფიცირებული დაფიქსირდა - „რუსი ოკუპანტების“ თემა უცბად გაქრა ქართველი პოლიტიკოსების „ქეისიდან“. რუსოფობიური ქართული ტელეარხების ეთერში ეს ნიშა კორონავირუსმა შეავსო, რომელიც გაცილებით დიდი საფრთხე აღმოჩნდა, ვიდრე რუსეთი, რომელიც „მზად არის, თავს დაესხას საქართველოს და ის კრასნოდარის მხარეს შეუერთოს“. 24-საათიან რეჟიმზე გადასულ პრემიერ-მინისტრს გახარია „გონება გაუნათდა“, რომ დღეს „კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ არა „რუსეთზე ზეწოლა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით“, არა „ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, „შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა“ და ღრმაწყლოვანი პორტი „ანაკლიას“ მშენებლობა, არამედ ბრძოლა COVID-19-თან. თვით სააკაშვილმაც კი განაცხადა კიევიდან სკაიპით, რომ ახლა პოლიტიკის დრო არ არის! ხოლო თბილისის მერმა - მილანის ფეხბურთის ვარსკვლავმა კალაძემ, რომელიც გახარიას ადგილს უმიზნებს - ალბათ, გააცნობიერა, რომ დედაქალაქში საჭიროა ანტისანიტარიასთან ბრძოლა, უვარგისი კომუნიკაციების შეკეთება და სალხის ფულის ეკონომია და არა პიარ-პროექტები (საქინფორმი იმედოვნებს, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე იმ დივერსიის ფაქტზე, რომლის გამოც, 13-14 მარტს ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას წყალის მიწოდება შეუწყვიტეს).

   დღეს არავის ეცოდება სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელები, რომლებიც ფასის გამო მუდამ ხელმიუწვდომელი იყო საქართველოს მოქალაქეთა უმრავლსეობისთვის, რის გამოც საქართველოს მოქალაქეები წელს იწყვეტდნენ უცხოეთში მუშაობით, ხოლო უცხოელები საქართველოში ისვენებდნენ! საქართველოს მოქალაქეთა თაობა - ჩვენი მამა-პაპები იმისთვის კი არ აშენებდნენ უნიკალურ კურორტებს, რომ საქმოსნებს კაპიკებად მიესაკუთრებინათ და შემდეგ თავიანთი ნაშიერებისთვის ეანდერძებინათ!

თუმცაღა, თუ რუსოფობიის მოდა საქართველოში დროებით გადავიდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა სრულებითაც არ მინელებულა. პირიქით, თვით ეპიდემია COVID-19 გამოყენებული იქნა როგორც გამამართლებელი ფაქტორი ლიბერასტების - ადგილობრივი ლიბერტარიანელების, ლგბტ-ს, ენ-ჯეო-ებისა და თეოლოგების - ბრძოლაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წინააღმდეგ. დაარტყეს ევქარისტიის საიდუმლოებასაც კი - წმინდა ზიარებას: აქაოდა, ქართველი მღვდელმსახურები, წვერიანი ბნელეთის მოციქულები, ყველას ერთი კოვზით აზიარებენ, რითაც ხელს უწყობენ კორონავირუსის გავრცელებასო!

   დღეს საქინფორმი იერიშის კიდევ ერთი აღმაშფოთებელი ფაქტის - საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე კიბერშეტევის შესახებ იუწყება: თითქმის ერთი თვეა, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ვებსაიტი ლიკვიდირებულია - მის ნაცვლად ჩნდება ასეთი სატანური სურათი (იხ. სქრინშოტი).

არა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრიმიტიული საიტი შორს იყო სრულყოფილებისგან, თუმცა ასრულებდა თავის მთავარ ფუნქციას - მედიასა და მრევლისთვის წარმოადგენდა ეკლესიაში მიმდინარე პროცესებისა და ეკლესიის პოზიციის შესახებ პირველწყაროს - იქნებოდა ეს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება, უწმინდესთან შეხვედრები, წმინდა სინოდის დადგენილებები თუ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებები. გარდა ამისა, თავისი ფუნქციონირების მანძილზე საიტი გადაიქცა საყოველთაოდ ხელმისაწვდომ უმდიდრეს ფოტო და დოკუმენტურ ღია არქივად, სადაც დაცული იყო მრავალი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ილია მეორის ხელმოწერით.

გამორიცხული არ არის, რომ კათოლიკოს-პატრიარქის ზოგიერთი მიმართვა მრევლისადმი, რომლებსაც საიტის მასალები შეიცავდა, იქნებოდა ეს ქადაგებები, საშობაო ეპისტოლე თუ საახალწლო მიმართვა, კოლიზიაში შედიოდა, საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის პოზიციასთან, მაგალითად - დამოკიდებულება საქართველოს პარლამენტის მიერ ილია მეორისა და წმინდა სინოდის ნების საწინააღმდეგოდ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონის მიმართ, რომელიც ლგბტ-ს უფლებებს ექსკლუზიურად იცავს მართლმადიდებელი ჰეტეროსექსუალური უმრავლესობის უფლებების საზიანოდ.

ანდა მეორე ვერსია - პოლიტ-მიტროპოლიტების ბრძოლა პატრიარქის ტახტისთვის გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, ხოლო ზოგიერთი გამონათქვაქმი და ფაქტი, რომელსაც შეიცავდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური საიტი, გარკვეულ უხერხულობას უქმნიდა პრეტენდენტ ეპისკოპოსებს.

   საქინფორმი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული პუბლიკაციის შემდეგ დაუყოვნებლივ შეიქმნება ქართული ეკლესიის ახალი უარქივო ვებგვერდი, სადაც ძველი საიტიდან არქივები გადატანილი არ იქნება, უარქივო. ხოლო მარტო იმის გამო, რომ ვირუსმა, როგორც ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხემ, რუსეთი მეორე პლანზე გადაწია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ძველი საიტის ლიკვიდაცია არ მიაწერეს ГРУ-ს, გასული წლის 28 ოქტომბრის კიბერშეტევის მსგავსად...

საქინფორმის რედაქცია