აქტუალური
ლარის ვარდნა შენელდა

 საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 26 მარტისთვის ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,4573 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, რაც ქართული ვალუტისთვის ახალი ისტორიული მინიმუმია.

ლარის კურსმა ვარდნა 9 მარტიდან დაიწყო, როდესაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა დაემატა. 25 მარტისთვის ლარი უკვე 24%-ით გაუფასურდა.

იმისათვის, რომ შეაჩეროს ლარის ვარდნა და მიმუმამდე დაიყვანოს კურსის გავლენა ინფლაციაზე, ეროვნულმა ბანკმა უკვე განახორციელა ჯამში 100 მილიონი დოლარის ოდენობის სამი ინტერვენცია.

ეროვნულმა ბანკმა გუშინ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაყიდა, რისი წყალობითაც ლარის ვარდნის ტემპი შენელდა.

ვალუტის ვარდნის ფონზე ეროვნულმა ბანკმა 18 მარტს გადაწყვიტა, რომ არ შეცვალოს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და რეფინანსირების განაკვეთი 9%-ის დონეზე დატოვა.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით ხორციელდება.