რელიგია
ილია მეორე - მსოფლიო დიდ განსაცდელშია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. მსოფლიო დიდ განსაცდელშია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბოდბეში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

დიდ განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს. მწუხარება სიხარულით შეიცვლება. ღმერთმა დაგლოცოთ“, – განაცხადა ქადაგების დროს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო წირვას ბოდბის დედათა მონასტერში დაესწრო. ილია მეორემ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა ბოდბის ეპარქიის წინამძღვართან, მეუფე იაკობთან ერთად აღავლინა.