უცხოეთი
საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ 19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 186 014-ს მიაღწია.
ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ვირუსის შედეგად უკვე 4 000 ადამიანია გარდაცვლილი.
ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ ნიუ ორკშია.
ლეტალური შემთხვევების 40 პროცენტი სწორედ ნიუ ორკზე მოდის.
progressnews.ge