სამართალი
შს მინისტრი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, ასევე გორში საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე ვითარებას გაეცნო

 საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში იმყოფებოდა. ვახტანგ გომელაური ერგნეთსა და ნიქოზის საგუშაგოებზე არსებულ ვითარებას გაეცნო და თანამშრომლებს გაესაუბრა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გორის ტერიტორიაზე არსებულ საკონტროლო გამშვები პუნქტებიც მოინახულა. მინისტრი ადგილზე გაეცნო, თუ რა მატერიალური და ადამიანური რესურსებია სიტუაციის ეფექტურად მართვისთვის.

მოგვიანებით, ვახტანგ გომელაური გორის შესასვლელში, კარალეთთან მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მივიდა და საგუშაგოებზე არსებულ სიტუაციას გაეცნო.