სამართალი
ციხის ბუნტის ჩახშობა საქართველოში: სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის დარღვევა აღიარა

 საქართველო, 6 პრილი, საქინფორმი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წელს თბილისის №5 პენიტენციურ დაწესებულებაში ბუნტის ჩახშობისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა.

სტრასბურგის სასამართლოს ვებ-გვერდზე გავრცელებული მასალების თანახმად, სასამართლოს მიმართეს მარინა გორდაძემ და სოფიო კუხალაშვილმა – ბუნტის დროს დაღუპული პატიმრის დამ და დედამ, ასევე სხვა დაღუპული პატიმრის დედამ – რუსუდან ჩიტაშვილმა.

საქმე ეხებოდა პოლიციის მიერ ციხის ბუნტის ჩასახშობად განხორციელებული ოპერაციის დროს მათი ნათესავების დაღუპვას.

საქმის განხილვისას სასამართლომ ბუნტის ჩახშობისას პოლიციის თანამშრომლებისა და ციხის ადმინისტრაციის მიერ ჩადენილი უამრავი დარღვევა აღმოაჩინა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ დანაშაულებს შორის იყო ცეცხლსასროლი იარაღის გაუმართლებელი გამოყენება, ძალის გადამეტება და არაადეკვატური სამედიცინო დახმარება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბუნტის ჩახშობის დროს დაიღუპა 7 და დაშავდა 22 პატიმარი და ორი ოფიცერი.

სასამართლომ სახელმწიფოს დააკისრა – გადაუხადოს კომპენსაცია გორგაძესა და კუხალაშვილს - თითოეულს 40 ათასი ევრო, ხოლო ჩიტაშვილს - 32 ათასი ევრო და აღიარა, რომ მათი ნათესავების გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს აკისრია.

სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, რომელიც 2006 წელს სახალხო დამცველის პოსტს იკავებდა.

ეს არის განაჩენი, რომელიც განამტკიცებს იმ აზრს, რომელიც 2006 წელს ჩემს მოხსენებაში მაქვს ნათქვამი. 2013 წელს ქართულმა სასამართლომ ასევე დაადგინა და ოთხ ადამიანს, მათ შორის ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავას მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა წამების გამო“, – განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, საქართველომ პატიმრების ნათესავებს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.

Sputnik-Georgia