რედაქტორისგან
დაე, სააკაშვილმა, თბილისში შემოგზავნის ნაცვლად, თავისთან, კიევში, წააცუნცულოს ქართველი ზონდერ-ემიგრანტები! - არნო ხიდირბეგიშვილი

   10 წლის წინ, 2010 წლის აგვისტოში, როდესაც მოსკოვში ხანძრის გამო სუნთქვაც კი ჭირდა, РИА Новости-ში გამოსსვლის დროს აღვნიშნე, რომ "გლობალური კატაკლიზმების მოლოდინში, მტრობის დრო წარსულს უნდა ჩაბარდეს და მეგობრობის დრო დადგეს". ქართველმა თანამედროვე ქართული სადღეგრძელო წარმოთქვა!” , - გაიფიქრეს მაშინ დამსწრეებმა, მაგრამ დღეს ეს დიდი და პატარა ქვეყნების, მდიდრებისა და ღარიბების, არისტოკრატებისა და პლებსის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა, რადგან კორონავირუსი, როგორც მსოფლიო რევოლუცია, ყველას ათანაბრებს!

თავად განსაჯეთ: ჯერ კიდევ გუშინ აშშ მძლავრად ავიწროებდა ჩინეთს სანქციებით, დღეს კი ამერიკელები და ევროპელები ვერ უმკლავდებიან ჩინურ ვირუსს, რომელიც ჩინელებმა მოკლე ხანში დაამარცხეს. ჯერ კიდევ გუშინ ამერიკელმა კონგრესმენები და ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას კრიტიკული წერილებითა და ინსტრუქციებით „ბომბავდნენ“ და საყვედურობდნენ დასავლური სტანდარტებისაგან გადახრის გამო, დღეს კი აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები მადლობას უხდიან საქართველოს მთავრობას ყოველდღე იმის გამო, რაც ვერ შეძლეს ”დემოკრატიის ეტალონმა” ამერიკამ და ”ცივილიზაციის შუქურა” ევროპამ - COVID 19-ის შეჩერება174 ინფიცირებულის ნიშნულზე! გაჭირვებისას ევროკავშირმა და ნატომ დაივიწყეს კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ და სასიკვდილოდ გაიმეტეს თავისი წევრი - იტალია, სადაც დღეს წვავენ ევროკავშირის დროშებს და კიდებენ რუსეთის, ხოლო საუდის არაბეთმა კინაღამ მთლიანად გაანადგურა თავისი ტრადიციული პარტნიორის - ამერიკის ნავთობმოპოვების დარგი!

  (აღნიშნულ პუბლიკაციაში არ განიხილებაშეთქმულების თეორიები“, მაგალითად, შეიქმნა თუ არა კორონავირუსი უჰანის ბიოლოგიურ ლაბორატორიაში ამერიკელი და ჩინელი სპეციალისტების მიერ, რომლებმაც შემთხვევით გატეხეს მინის კონტეინერი, ან დაავადება გაავრცელა ზღვის გველებით მოვაჭრე მოხუცმა ჩინელმა, რომელმაც საუზმეზე ღამურა მიირთვა; დღეს ჩვენ საქმე გვაქვს პოლიტიკურ პანდემიასთან, რომლის მიზანია მეტოქეების განადგურება, ეკონომიკურ პანდემიასთან, რასაც გაკოტრებისკენ და, ამავე დროს, ზღაპრულად გამდიდრებისკენ მივყავართ - როცა სამედიცინო ნიღბებით, ტესტებითა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებით ვაჭრობამ გადააჭარბა ნავთობმაგნატების მოგება. ან იქნებ მსოფლიო მთავრობამ, დედამიწის მოსახლეობის, კერძოდ - ჩინეთის, რიცხოვნობის შესამცირებლად სულაც მალთუსის თეორია * აამოქმედა?)

 ქართულ საზოგადოებაში რა მიზეზით ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს დღევანდელი დღის რეალიები და არ ესმით, რომ უფსკრულშუ ჯერ არ გადაიჩეხნენ მხოლოდ პრემიერ-გახარიას, რამდენიმე მინისტრის, საქართველოს პოლიციისა და არმიის წყალობით, რომელთა შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის? შეძლებენ თუ არა ჩვენი მოქალაქეები შეურიგდნენ იმ გარემოებას, რომ ამიერიდან მოუწევთ პერმანენტულად საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ცხოვრება განუსაზღვრელად ხანგრძლივად და არამარტო კორონავირუსის გამო? და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები - მთელი საკაცობრიო ცივილიზაცია გადადის საგანგებო მდგომარეობაზე, რომელიც, ალბათ, მეორე მოსვლამდე არ დასრულდება! დასრულდა განუსაზღვრელი მოხმარებისა და ლიბერალიზმის ეპოქა - ჩვენ უნდა ვისწავლოთ გადარჩენა საომარი მოქმედებების კანონების შესაბამისად, როგორც ჩვენი ბებია-ბაბუები!

ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ დღეს, როდესაც ფულის კუპიურების დეზინფექციაც კი ხდება, ხოლო პრეზიდენტები ონლაინ-თათბირებს ატარებენ ლოკალური კომპიუტერული ქსელებით, ტრადიციული ბეჭდური მედიის - გაზეთების, როგორც ინფექციის პოტენციური წყაროს - ეპოქა საბოლოოდ წარსულს ბარდება. ტელევიზია და ინტერნეტ-მედია დიდი ხანია, რაც მასების PR-მართვის მთავარ ბერკეტებს წარმოადგენენ, ამიტომ, სოციალური ქსელებისგან განსხვავებით, თავიანთ ქმედებებზე პასუხს უნდა აგებდნენ. რაც არ ხდება საქართველოში, სადაც სახელმწიფო მედიის არარსებობის პირობებში, ტელეკომპანიებსა და საინფორმაციო სააგენტოებს შეცდომით მიიჩნევენ მხოლოდ კერძო ბიზნესად, რომლის ერთადერთი დანიშნულება არის მოგების მოტანა ნებისმიერი გზით!

აი რატომ ქართველებმა, რომლებმაც ჩემთვის მოულოდნელად ეპიდემიის პირობებში საოცარი დისციპლინა და კანონმორჩილება აჩვენეს, მიუხედავად ამისა, ბოლო 40 დღის განმავლობაში ერთსა და იმავე უცნაურ კითხვას სვამენ - როდის დასრულდება ეს ყველაფერი? რაც გასაკვირი არაა - ადამიანები დეზინფორმირებული არიან, ყალბი პოპულარობის მოსურნე ქართულმა ტელეარხებმა და ელექტრონულმა მედიამ ისინი ჩაახრჩო ჭრელი და სკანდალური, უმეტესწილად - fake news-ების ოკეანეში, როცა ძალიან რთულია მთავარის - მეორეხარისხოვნისგან, სიმართლის - სიცრუისაგან გარჩევა!

ქვემოთ ჩამოვთვლი მხოლოდ რამდენიმე პრობლემას, რომლიდანაც ქართულ მედიას** თითქოს განგებ გადააქვს ქართველი ხალხის ყურადღება.

პირველი პრობლემა. უცნობია, რა გამოიწვევს საგანგებო მდგომარეობის მორიგ გამოცხადებას - ომი, მიწისძვრა თუ კორონავირუსის ახალი მუტაცია, ნეტავ არსებულს გავუმკლავდეთ როგორმე! მაგრამ მაშინაც კი, თუ საქართველოში არ იქნება არც ერთი ახალი ინფიცირებული, როგორ უნდა ამუშავდეს საქართველოს ეკონომიკა იმ პირობებში, როდესაც კორონავირუსი საბოლოოდ არ დამარცხდებმეზობლებში - რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში? საზღვრების გახსნა, სანამ იქ თუნდაც ცალკეული შემთხვევები იქნება, ნიშნავს ეპიდემიისთვის კარის გაღებას, რომლის დახურვაც ძლივძლივობით მოვასწარით წინა ჯერზე! იზოლაციაში კი ეკონომიკის რეანიმირება შეუძლებელია...

პრობლემა მეორე: თუ საქართველოს საზღვრები ჩაკეტილი იქნება ზემოთ ჩამოთვლილ მეზობლებთან, ნუთუ მათ გააღებენ ნატოს ჯარისკაცებისდა ჩინოვნიკებისთვის? ჯანსაღი ლოგიკა გვკარნახობს, რომ - არა. მაშ, როგორ აპირებს ნატოს გენერალური მდივანი ”საქართველოსთან ნატო-ს თანამშრომლობის გაღრმავებას” - უკვე გვაჩქარებს ერთობლივი წვრთნების ჩატარებას შავი ზღვის დასაცავად რუსული ხომალდებისგან და საქართველოს საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად რუსული თვითმფრინავებისთვის თვალყურის დევნებით, რის შესახებაც გასულ კვირას განაცხადა?

პრობლემა მესამე: საქართველომ, რომელიც არცერთხელ არ შეუერთდა ამერიკის სანქციებს, რადგან რუსეთი, ჩინეთი, ირანი და თურქეთი მისი მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან, გასულ კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, აშშ-ს, ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთსა და უკრაინასთან ერთად, მოულოდნელად დაბლოკა რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არსებული სანქციების გაუქმების შესახებ“. და ეს გაეროს გენერალური მდივნის მოწოდების მიუხედავად - დაეთმოთ თავისი პოლიტიზირებული მიდგომები და ინტერესები და გლობალური და სოლიდარული პასუხი გაეხათ პანდემიას (როგორც ხედავთ, შემთხვევითი არ არის, რომ ამ პუბლიკაციის დასაწყისში გამახსენდა 10 წლის წინანდელი ჩემი მოწოდება გაერთიანების შესახებ - "გლობალური კატაკლიზმების მოლოდინში, მტრობის დრო წარსულს უნდა ჩაბარდეს და მეგობრობის დრო დადგეს").

შესაძლოა თუ არა, ამას პასუხად მოჰყვეს პრეზიდენტ პუტინის ცნობილი დადგენილების დამატება, კერძოდ კი: გასულ ზაფხულს შეწყვეტილ პირდაპირ ავიამიმოსვლებთან ერთად, შეწყდეს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობები ქვეყნასთან, რომელმაც მხარარ დაუჭრა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მოქმედი ეკონომიკურ სანქციების მოხსნას“? ჯანსაღი ლოგიკა გვკარნახობს, რომ შესაძლებელია. შეუძლია კი საქართველოს თავისი ეკონომიკის აღდგენა რუსეთთან ვაჭრობის გარეშე, რუსი ტურისტების, ინვესტორებისა და ფულადი გზავნილების გარეშე?

პრობლემა მეოთხე: ერთადერთი, რამაც შეიძლება დღეს საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უკონტროლო გახადოს, არის ინფიცირებულთა შემოდინება ევროპიდან და აშშ-დან, იტალიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და თურქეთიდან, რასაც ჯიუტად ცდილობს სააკაშვილი. თუ სააკაშვილი ასე ძალიან ზრუნავს საზღვარგარეთ დარჩენილ ქართველებზე, დაე, თბილისში შემოგზავნის ნაცვლად, თავისთან, კიევში, წააცუნცულოს ქართველი ზონდერ-ემიგრანტები! სწორედ ზონდერ-ემიგრანტები არიან ის 3-4 ათასი ქართველი, საქართველოსკენ რომ ილტვის ხელისუფლების დამხობისა და სააკაშვილის "გამეფების" მიზნით! ესენი არიან ნახევრად კრიმინალური ელემენტები, უმუშევრები, რომლებმაც დიდი ხანია გაყიდეს საქართველოს მოქალაქეობა დასავლეთში ყველა უკანონო მოქმედების სანაცვლოდ, რომლებიც დღეს აქ თავშესაყრელად მოილტვიან, როგორც ადრე ჩეჩენი ბოევიკები ილტვოდნენ პანკისის ხეობისკენ! მათი უმრავლესობა აშკარად ინფიცირებულია, მაგრამ თუნდაც ასე არ იყოს, შეუძლია კი საქართველოს, განათავსოს კიდევ 3-4 ათასი ადამიანი 20-დღიან კარანტინში, დამატებით იმ 5 ათასისა, რომელიც უკვე იქ იმყოფება?!

ვინ არიან ეს ”ამერიკელი მეგობრები”, რომლებიც, როგორც სააკაშვილი ირწმუნება, თანახმა არიან ამ ავიარეისების საფასური დაფარონ?! და რატომ არ იხდიან ისინი მიშას ზონდერ-ემიგრანტთა ადგილსამყოფელებისთვის უკრაინის ცარიელ სანატორიუმებში?!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2020 წლის 6 აპრილი
საქართველო, თბილისი

* XVIII-XIX საუკუნეების ინგლისელი ეკონომისტის – თომას რობერტ მალთუსის თეორია, რომელიც ამტკიცებს, რომ საარსებო სახსრებისა და მოხმარების საგნების მოცულობა გაცილებით ნაკლებად მატულობს, ვიდრე შობადობა. ამიტომაც უმუშევრობა, გაჭირვება, ომი, ეპიდემიები და შიმშილი მანკიერება კი არა, ბუნების წყალობაა, რადგან ყველა ეს საშინელი უბედურება ამცირებს დედამიწაზე ადამიანთა რაოდენობას.

** სრულებით ფუჭად დაივიწყეთ საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეხვედრები ადგილობრივი მედიის ხელმძღვანელებთან, რის გარეშეშეუძლებელია სახელმწიფო საინფორმაციპოლიტიკის შექმნა, რომლის არარსებობასაც დღეს ვაკვირდებით. ხოლო „ცარიელ ეკლესიაუწმინდურები ეპატრონებიან“ - სახელმწიფო საინფორმაციპოლიტიკის ცარიელი ნიშა უკვე დიდი ხანია ითვისა სააკაშვილის ტელევიზიამ - რუსთავი 2“ – მთვარი არხითავისი სატელიტებითურთ - პირველის არხი“, კავკასიადა სხვ.