სამართალი
ვირუსის გავრცელების პიკი იქნება მდორე, საქართველო აქედან გამოვა მინიმალური დანაკარგით - თენგიზ ცერცვაძე

 საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საქართველოში ვირუსის გავრცელების პიკს ორ-სამ კვირაში ვარაუდობს.

თუმცა, მისივე თქმით, ეპიდაფეთქება მოსალოდნელი არ არის.

პიკს მივაღწევთ ორი – სამი კვირის შემდეგ. ეს არ იქნება აფეთქება, ეს იქნება მდორე პიკი და ეს შენარჩუნდება კიდევ ორი სამი კვირა. თვენახევრის შემდეგ ეპიდემია წავა ქვემოთ. საქართველო აქედან გამოვა მინიმალურო დანაკარგით და შემდეგ მოგვიწევს ერთმანეთის გვერდით დგომა“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 45 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

ამასთან, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ინფექციის გავრცელებისა და გარდაცვალების რაოდენობის მხრივ, საქართველოს ევროპის 53 ქვეყნიდან 50-ე ადგილი უკავია.

თენგიზ ცერცვაძის პროგნოზით, საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი საერთო ჯამში 1000-ს არ გადააჭარბებს ან იქნება მაქსიმუმ 2000-ის ფარგლებში.