საზოგადოება
კორონავირუსი აუცილებლად გახდება ჩვენი ცხოვრების თანმდევი, მაგრამ აგრესიულობის გარეშე - ლევან რატიანი

 საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. ეს ვირუსი აუცილებლად გახდება ჩვენი ცხოვრების თანმდევი, მაგრამ ასეთი აგრესიულობის გარეშე, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც რატიანი აღნიშნავს, დადგება მომენტი, როდესაც შეწყვეტს ბობოქრობას ვირუსი და ადამიანი ამ ვირუსს დაავადების გარეშე გადალახავს.

პანდემიას და ეპიდემიას ასეთი რაღაც ახასიათებს, ბუნების კანონია. აუცილებლად დაწყნარდება ვირუსი და დაწყნარდებიან ადამიანებიც. ეს ვირუსი აუცილებლად გახდება ჩვენი ცხოვრების თანმდევი, მაგრამ, ერთი პირობით, ასეთი აგრესიულობის გარეშე. როდესაც დგება პანდემიისა და ეპიდემიის საკითხი, ვინაიდან ახლად წარმოშობილია ეს ახალი უჯრედები ე.წ. ვირუსები, ბობოქრობენ, ასევე ბობოქრობს ადამიანის ორგანიზმი. დადგება მომენტი შეწყვეტს ბობოქრობას ვირუსი და ადამიანი ამ ვირუსს დაავადების გარეშე გადალახავს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.