აქტუალური
ნატო აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონში საქართველოსთან და უკრაინასთან - იენს სტოლტენბერგი

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ორგანიზაცია აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონში საქართველოსთან და უკრაინასთან.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კორონავირუსის კრიზისი ყველას ეხება, მაგრამ უსაფრთხოების გამოწვევები იგივე რჩება. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს სეპარატისტების მხარდაჭერას უკრაინაში და ასევე რუსეთის ხომალდები წარმოდგენილია შავ ზღვაშიც.

რუსეთი ინარჩუნებს სამხედრო წარმომადგენლობას ნატო- საზღვრების სიახლოვეს, მათ შორის შავ ზღვაშიც. ასევე, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი აგრძელებს სეპარატისტების მხარდაჭერას უკრაინაში. თვალსაჩინოა, რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების მნიშვნელოვანი ზრდა ყირიმის ნახევარკუნძულსა და ასევე რუსეთის ხომალდები წარმოდგენილია შავ ზღვაშიც. ეს არის უსაფრთხოების გამოწვევები, რომლებსაცკოვიდ-19“-ის კრიზისამდეც ვაწყდებოდით, ეს გამოწვევები ახლაც არსებობს და ვფიქრობ, კრიზისის დაძლევის შემდეგაც ასე იქნება. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ნატო- უნდა შეძლოსკოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ზომების გატარებაში ჩართვა და ამავე დროს შეასრულოს ის მთავარი ამოცანა, რომელიც ნატო- აკისრია, რაც გულისხმობს მოკავშირეების დაცვას. სწორედ ამას ვაკეთებთ ახლა. ჩვენ გავზარდეთ ნატო- წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში, მაგალითისთვის რუმინეთში. ნატო აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორ ქვეყნებთან შავი ზღვის რეგიონში, საქართველოსთან და უკრაინასთან. კორონავირუსის კრიზისი ყველას გვეხება, მაგრამ უსაფრთხოების გამოწვევები იგივე რჩება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.