სამართალი
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ინფიცირებულ დაცვის თანამშრომელს საპატრიარქოში მყოფებთან შეხება არ ჰქონია

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საქართველოს საპატრიარქოს არ აქვს დაცვის საკუთარი სამსახური და სარგებლობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მომსახურებით.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ინფიცირებულ დაცვის თანამშრომელს საპატრიარქოში მყოფებთან შეხება არ ჰქონია და მხოლოდ შენობაში შემსვლელებს უტარებდა თერმოსკრინინგს.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თავის თანამშრომლებს როტაციის სახით აგზავნის საპატრიარქოში. ადამიანი, რომელიც დაინფიცირდა, ემსახურებოდა საპატრიარქოში შემოსასვლელ პუნქტს, შიგნით შენობაში ან თანამშრომლებთან მას სხვა შეხება არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ამ შემოსასვლელ პუნქტში არეგულირებდა შემომსვლელებს. როტაცია ხდება ამ სამსახურის მიერ დაგეგმილი დროით და პერიოდებში, ამიტომ ეს ადამიანი, გარდა იმისა, რომ აქ საპატრიარქოში მუშაობს, თავის სამსახურშია კიდევ და ცილდება თავისი სამსახურეობრივი მოვალეობითაც საპატრიარქოს გარემოს. როგორც ვთქვით, შიგნით შენობაში და თანამშრომლებთან სხვა რაიმე კონტაქტი არ აქვს. მასთან ერთად ორ თანამშრომელს ასევე ჩაუტარდა ტესტირება და მოვიდა უარყოფითი პასუხი, ანუ მარტო ეს ერთი ადამიანია ინფიცირებული. ორი დღის წინ ჩაუტარდათ ტესტირება. მათ ფიზიკური შეხება არ აქვთ. დისტანციურ სიცხის საზომს ხმარობენ“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც დაცვის სამსახურში მუშაობს კორონავირუსი დაუდასტურდა.