აქტუალური
საქართველოში აშშ-ის საელჩო განაგრძობს მადლიერების გამოხატვას ამჯერად - ჟურნალისტების მიმართ

 საქართველო, 17 აპრილი. საქინფორმი. მივესალმებით მამაც ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ, რათა საზოგადოებას სწორი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდონ, - ამის შესახებ საქართველოს ამერიკის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

დღეს მივესალმებით მამაც ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს, რომლებიც გამოწვევებით სავსე პირობებში, შეზღუდული რესურსებით დაუღალავად შრომობენ, რათა საზოგადოებას სწორი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდონ. ამ კრიზისის საპასუხოდ საუკეთესო ინსტრუმენტი ინფორმაციაა და პროფესიონალი ჟურნალისტები დიდი რისკის ფასად მუშაობენ, რათა ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღოთ. ჩვენ მათი შრომის მადლიერი ვართ”, - ნათქვამია საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.