აქტუალური
აპრილის ბოლო კვირები, მაისის პირველი ორი კვირა იქნება უფრო საფრთხილო და უფრო რთული - ამირან გამყრელიძე

 საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. აპრილის ბოლო კვირები, მაისის პირველი ორი კვირა იქნება უფრო საფრთხილო და უფრო რთული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდა ქვეყანაში იქნება.

ჩვენ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, შემთხვევების ზრდა ქვეყანაში იქნება, ჯერჯერობით ჩვენი ე.წ. მრუდი აღმავალია. შიდა გავრცელება როგორც კი იწყება ქვეყანაში, იქიდან მე-6, მე-7, მე-8 კვირები არის ყველაზე რთული ჩვენი პროგნოზით. ჩვენ შიდა გავრცელება დაგვეწყო მარტის 22-23 რიცხვში, დაახლოებით 4 კვირა შევასრულეთ, მე-5 კვირაში შევდივართ, ამიტომ ვამბობდით, რომ აპირილის ბოლო კვირები, მაისის პირველი ორი კვირა იქნება უფრო საფრთხილო და უფრო რთული. შემთხვევების ზრდა დიდი ალბათობით გვექნება, ამიტომ ყველამ უნდა დავიცვათ ის წესი, რასაც სახელმწიფო, ჯანდაცვის უწყება და დაავადებათა კონტროლის ცენტრი გასცემს. ეს არის სოციალური დისტანცირება, სხვა ამას ვერაფერი აჩერებს“,- განაცხადა გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“.