აქტუალური
ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები - გავრცელებული ცნობები გამყოფი ხაზის გასწვრივ ნიშნების აღმართვის თაობაზე ხელს უწყობს დაძაბული ატმოსფეროს წარმოშობას

 საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. ჟენევის საერთაშირისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები დისკუსიებში მონაწილე მხარეებს მოუწოდებენ, გვერდზე გადადონ განსხვავებული პოზიციები და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც სიტუაციის გამწვავებას გამოიწვევს.

ფოკუსირება უნდა მოხდეს თანამშრომლობაზე, რეგიონში მცხოვრები ხალხის კეთილდღეობაზე, COVID-19 პანდემიის საფრთხის დროს. გავრცელებული ცნობები “სამხრეთ ოსეთში” გამყოფი ხაზის გასწვრივ ნიშნების აღმართვის თაობაზე ხელს უწყობს დაძაბული ატმოსფეროს წარმოშობას ადგილზე და ხელს უშლის ადამიანთა წვდომას საარსებო სახსრებისადმი.

კორონავირუსის გლობალური გამოწვევის დროს, რაც მოითხოვს ერთობლივ მიდგომებსა და თანამშრომლობას, მოვუწოდებთ ყველა მონაწილე მხარეს, თავიდან აიცილონ პროვოკაციული ზომები და ყურადღება გაამახვილონ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე“, - ნათქვამია თანათავმჯდომარეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ეუთოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.