რელიგია
რომის პაპი - არის საშიშროება, რომ შეიძლება, კიდევ უფრო უარესი ვირუსი შეგვეყაროს და ეს არის ეგოისტური გულგრილობა

 საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. რომის პაპმა ფრანცისკემ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვატიკანი პირველად დატოვა და საკვირაო ღვთისმსახურება მახლობელ სანტო სპირიტოს ტაძარში შეასრულა. როგორც რომის პაპმა ქრისტიანებისადმი მიმართვისას აღნიშნა, ახლა მსოფლიოში უსამართლობისგან განკურნების დროა, რადგან ის ძირს უთხრის მთლიანად კაცობრიობის ოჯახის ჯანმრთელობას.

ახლა, როდესაც ჩვენ პანდემიის პროცესში ნელი და მძიმე გამოჯანმრთელების იმედი გვაქვს, არის საშიშროება, რომ გასაჭირში მყოფებს დავივიწყებთ. არის საშიშროება, რომ შეიძლება კიდევ უფრო უარესი ვირუსი შეგვეყაროს და ეს არის ეგოისტური გულგრილობა. ვირუსი ვრცელდება ფიქრიდან, რომ ცხოვრება უკეთესია, თუკი ჩემთვის არის კარგი და ყველაფერი კარგად იქნება, თუ მე ვარ კარგად“, - აღნიშნა რომის პაპმა.

როგორც პაპმა ქადაგებისას აღნიშნა, პანდემია გვასწავლის, რომ არ არსებობს საზღვრები და განსხვავება მათ შორის, ვინც იტანჯება.