პოლიტიკა
ლუგარის ლაბორატორია ამას წინათ კვლავ მოინახულეს პენტაგონის მაღალჩინოსანმა წარმომადგენლებმა, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზეს მიმდინარე კვლევების დიაპაზონის გაფართოება - მარია ზახაროვა

 საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. ”ჩვენ ყურადღება მივაქციეთ ამერიკული ბიოლოგიური ყოფნის გაძლიერებას საზღვარგარეთ. ვისურვებდით იმავე ყურადღებით მოჰკიდებოდა ვაშინგტონი აღნიშნული მიმართულებით საკუთარ პასუხისმგებლობას. მათ შორის, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, სადაც, ბიოტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში „საფრთხეების ერთობლივი შემცირება“, იქმნება ორმაგი დანიშნულების ბიოლაბორატორიები.

კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე, თბილისის გარეუბანში ფუნქციონირებს რ. ლუგარის სახელობის ქართულ-ამერიკული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი, რაზეც არაერთხელ ვისაუბრეთ. ეს ლაბორატორიული კომპლექსი ოფიციალურად შედის ამერიკის ინფექციური დაავადებების გავრცელებაზე გლობალური კონტროლის სამხედრო სისტემაში, რიგ სხვა ქვეყანაში არსებულ მსგავს სტრუქტურებთან ერთად. უფრო მეტიც, არსებული ინფორმაციით, იქ ახლახან კვლავ ჩავიდნენ პენტაგონის მაღალჩინოსანი წარმომადგენლები, რომლებმასაქართველოს ხელისუფლებას ჩასატარებელი კვლევების დიაპაზონის გაფართოება შესთავაზეს.

ამავდროულად, ვერ გამოვრიცხავთ, რომ მესამე ქვეყნებში არსებულ ასეთ რეფერენს-ლაბორატორიებში ამერიკელები მუშაობენ საშიში დაავადებების სხვადასხვა პათოგენების შექმნასა და მოდიფიცირებაზე, მათ შორის სამხედრო მიზნებით. ბუნებრივია, ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ ინფრასტრუქტურას, რომელსაც აქვს საშიში ბიოლოგიური პოტენციალი, ამერიკელები ქმნიან რუსეთის საზღვრების სიახლოვეს. ჩვენ არაერთხელ წამოვჭერით ეს თემა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ვაშინგტონის აღშფოთება მისივე ძალიან საშიში ქმედებებით, რამაც შეიძლება არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს, ჩვენ არ მოგვისმენია, არადა - დროა”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მ. ვ. ზახაროვას ბრიფინგის ფრაგმენტი "მესამე ქვეყნებში აშშ-ის ბიოლაბორატორიების შესახებ", მოსკოვი, 2020 წლის 17 აპრილი.